guriis mxare  
  
 
 
 

nasakiralis brZola
ბრძოლა, რომელიც გაიმართა რუსეთის რევოლუციის დროს, 1905 წლის 2 ნოემბერს. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გურიის გლეხებისა და რევოლუციური კომიტეტის მიერ ორგანიზებული ე. წ. წითელი რაზმი და ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციის კაზაკები და მილიცია. ბრძოლა გაიმართა ნასაკირალის უღელტეხილზე და აქედან მიიღო სახელწოდება. ბრძოლა წარმოადგენდა გურიაში რევოლუციის კულმინაციურ მომენტს და მასში გამარჯვების შემდეგ გამოცხადდა გურიის რესპუბლიკა.

mimdinareoba

სრულიად რუსეთის ოქტომბრის პოლიტიკურმა გაფიცვამ საქართველოს გლეხობის რევოლუციური მოძრაობის შემდგომი აღმავლობა გამოიწვია. 16 ოქტომბერს გლეხთა რაზმები თავს დაესხნენ ჩოხატაურის პოლიციის საგუშაგოსა და საფოსტო განყოფილებას, ხელთ იგდეს დიდძალი საბრძოლო იარაღი, დააპატიმრეს ბოქაული  ოზურგეთის მაზრის უფროსმა ლაზარენკომ 130-მდე კაზაკით დააწიოკა გლეხები და 20 ოქტომბერს უკან გაბრუნდა. გლეხებმა შეიმუშავეს კაზაკებთან ბრძოლის გეგმა. თავდასხმის ადგილად შეარჩიეს ნასაკირალის ფერდობი, რომელიც ჩოხატაურიდან ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. გლეხები დაიყვნენ სამ 50-კაციან რაზმად, გათხარეს სანგრები, ააგეს ბარიკადები, მოაწყვეს დაზვერვა. 20 ოქტომბერს ნასაკირალთან გაჩაღებული ბრძოლა მთელი ღამე გაგრძელდა. დილით ლაზარენკომ უკან დაიხია, გადაკვეთა მდინარე ბახვისწყალი და ცხავათას მთას შეაფარა თავი. ოფიციალური ცნობით, გლეხებმა მოკლეს 10, დაჭრეს 14 კაზაკი და სტრაჟნიკი. მწყობრიდან გამოყვანილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. როცა ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, მთელი სამხედრო ძალებით ნასაკირალისკენ გაეშურა, შეუერთდა ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. დაბრუნებულებმა გადაწვეს სოფელი დვაბზუ.

ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი. რაზმებს ხელმძღვანელობდნენ დათიკო შევარდნაძე, შერმადინ ცინცაძე და გრიგოლ რამიშვილი. ბრძოლაში ასევე მონაწილეობდნენ ნოე ზომლეთელი, მელქისედეკ გუნთაიშვილი, კიკია მამულაიშვილი, სეფე ცინცაძე, ილია მგელაძე, კირილე უჯმაჯურიძე, ფარნა ცქვიტინიძე, ერმილე ანდღულაძე, სევასტი სარიშვილი, ლეონტი მეგრელაძე, ალექსანდრე ერქომაიშვილი და სხვ. ბრძოლებში ასევე მონაწილეობდა გემ „პოტიომკინის“ ყოფილი მეზღვაური ფიოდოროვი.

Sedegebi

ნასაკირალის ბრძოლის ამბავი ფართოდ გავრცელდა ამიერკავკასიისა და რუსეთში. საპროტესტო მიტინგები გაიმართა ბაქოში, თბილისში, ერევანსა და სხვა ქალაქებში. მუშათა მასები მიესალმებოდნენ გურიის გლეხთა რევოლუციურ ბრძოლას და მტკიცედ მოითხოვდნენ ოზურგეთის მაზრიდან დამსჯელი რაზმებისა და კაზაკების გაყვანას. ნასაკირალის ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელო დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების მომზადებას.

ნასაკირალის შეტაკების ადგილას 1960 წლის 12 ნოემბერს გაიხსნა ობელისკი, ხოლო 1965 წლის 2 ნოემბერს ცხავათის მთაზე გაიხსნა მემორიალური მუზეუმი

 

ნასაკირალის ბრძოლა
რუსეთის რევოლუცია (1905)-ის ნაწილი
თარიღი 20 ოქტომბერი, 1905
მდებარეობა ნასაკირალი 
შედეგი აჯანყებულების გამარჯვება
მხარეები
აჯანყებული გურული გლეხები  რუსეთის იმპერია
მეთაურები
ბენიამინ ჩხიკვიშვილი  ივან ლაზარენკო
ნესტორ ერქომაიშვილი
ძალები
150 გლეხი 113 კაზაკი
16 სტრაჟნიკი
დანაკარგები
2 მოკლული 10 მოკლული
3 დაჭრილი 14 დაჭრილი
  6 ტყვედ ჩავარდნილი